Робота для біженців з України
კურიერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში" რუსთავის ფილიალისთვის კურიერს ვეძებთ, რომლის მოვალეობაშიც შევა:

** გაფორმების ოფისიდან დოკუმენტაციის მომსახურების სააგენტოში გადატანა და სააგენტოდან შესაბამისი დოკუმენტაციის ოფისში დაბრუნება.
** ბანკში კომპანიის სახელით გადარიცხვებზე ხელმოწერა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
** ტრანსპორტის ქონა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 17:00 საათამდე
** ანაზღაურება: 2, 000 ლარი

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: კურიერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე