Робота для біженців з України
CM ინჟინერი, ქსელის მართვის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CM ინჟინერი, ქსელის მართვის ინჟინერი
მომწოდებელი: FINEX
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. CM (Corrective Maintenance) Engineer

რადიო ქსელის სარემონტო გამოსასწორებელი სამუშაოების ინჟინერი შემდეგ რეგიონებსა და ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ხაშურსა და ახალციხეში. ასევე სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში.

სამუშაოს აღწერილობა

მობილური რადიო სარელეო საბაზო სადგურების მომსახურება

საბაზო სადგურების დაზიანებების ადგილზე აღმოფხვრა და რეპორტინგი.

ვალდებულებები და მოთხოვნები

** სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ოფის გარეთ მუშაობის უნარი, მუშაობის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით დაგეგმილი სამუშაოების ეფექტური ქმედება;
** დაგეგმილი და დაუგეგმავი სამუშაოების დროული შესრულება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და რეპორტინგი;
** GSM UMTS LTE სფეროში მუშაობის გამოცდილება, Micro wave/BTS მოწყობილობების გამოცდილება/ცოდნა;
** ელექტრობის ზოგადი ცოდნა/გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის ქონა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქსელში ინტეგრირებული ახალი რადიო საბაზო სადგურების მიღება-ჩაბარების პროცედურების უზრუნველყოფა;
** სასურველია პირად საკუთრებაში მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყოლა.

2. ქსელის მართვის ინჟინერი ქ. თბილისში

სამუშაოს აღწერილობა:

** სპეციალურ პროგრამაში დაზიანების დაფიქსირებისთანავე შესაბამისი ინჟინრის ინფორმირება, სწორი მიმართულების მიცემა და სამუშაოს შესრულების ვადის კონტროლი;
** ტელეფონზე/მეილზე დაფიქსირებული დაზიანების/ინფორმაციის მიმართულების კონტროლი;
** დაზიანების მიზეზის დადგენა და აღნიშნულის დაფიქსირება პროგრამაში;
** შესრულებული გეგმური სამუშაოების აღრიცხვა შესაბამის პროგრამებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან / და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი;
** დისციპლინირებულობა / პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

რეზიუმე გამოგზავნეთ მისამართზე: ngudushauri@finex.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი 2026 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე