|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
safety.ge
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
ჩვენი კომპანია ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაქვს გაყიდვების წარმატებული გამოცდილება და გსურს განვითარდე უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის უსაფრთხოების პროდუქტებისა და სერვისების სრული პორტფელის გაყიდვების მართვა (ვიდეომეთვალყურეობა, სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციები, დაშვების სისტემები, დაცვითი სერვისები და სხვ.);
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება (B2B და B2C სეგმენტში) და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული კომერციული წინადადებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (უსაფრთხოების ან ტექნიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე და დასახული გეგმების შესრულებაზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: shop@safety.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი - უსაფრთხოება.
|
|
|
|