Робота для біженців з України
ავტოპარკის ტექნიკოსი, ტექნიკოსის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის ტექნიკოსი, ტექნიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს ავტოპარკის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის.

ვეძებთ ადამიანებს მუდმივი სამუშაოსთვის, რომლებსაც სურთ ელექტრო ავტომობილების მიმართულებით პროფესიული განვითარება და გუნდთან ერთად გრძელვადიანი თანამშრომლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით

1. ავტოპარკის ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმება
** კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების გამოვლენა
** ელექტრო და ჰიბრიდული სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება
** სავალი ნაწილისა და ძირითადი მექანიკური კვანძების შემოწმება/შეკეთება
** მცირე და საშუალო სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** ავტომობილის პრობლემის დროული აღმოჩენა და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა
** შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ავტომობილების ტექნიკური მიმართულების კარგი ცოდნა
** კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან მუშაობის უნარი
** ავტომობილის ელექტრო სისტემებისა და ელექტროსქემების გაგება
** მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი
** მაღალი ძაბვის სისტემებთან უსაფრთხო მუშაობის ცოდნა ან ამ მიმართულებით სწავლის სურვილი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს Tesla-ს, ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება.

2. ტექნიკოსის დამხმარე

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკოსის დახმარება ავტომობილების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში
** მარტივი ტექნიკური და მექანიკური სამუშაოების შესრულება
** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობა
** ხელსაწყოებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება
** ტექნიკოსის მითითებების შესრულება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ავტომობილების ტექნიკით დაინტერესება
** ტექნიკური აზროვნება და ხელით მუშაობის უნარი
** საბაზისო ტექნიკური ცოდნა სასურველია
** გამოცდილება აუცილებელი არ არის
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა

სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით ელფოსტაზე: taxiparkn1@gmail.com

საკონტაქტო ნომერი: 599529000
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე