|
დასახელება:
ავტო ცენტრის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება.
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება.
** კორპორაციული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
** ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა.
** პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია.
** სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა.
** ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში)
** ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა.
** ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
** დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|