|
დასახელება:
გაყიდვების ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება;
** სატელეფონო ზარების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** რეპორტინგი;
** ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ასისტენტი სამშენებლო ობიექტზე".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|