Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია
მომწოდებელი: ფანკი ბრენდს
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო გამოცდილების შექმნაში.

პოზიცია: მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია.

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ და გამართულად მართვა;
** საოპერაციო განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება, საწყობიდან რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
** პროდუქციის გადაზიდვა ცენტრალური საწყობებიდან ობიექტებში;
** განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
** დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B და C კატეგორიის ფლობა.

ანაზღაურება: საათობრივი, 2000 ლარიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

სოც. ქსელები:

Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge
Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge

Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia
Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia

Le Tribute Instagram: https://www.instagram.com/le_tribute_ge

Funky website: https://www.funkybrands.ge/

რატომ "ფანკი ბრენდს"?

** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე