Робота для біженців з України
ხარისხის დირექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის დირექტორი
მომწოდებელი: იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრ. ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** ჰოსპიტლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების განვითარების სტრატეგიის, წლიური მიზნებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
** ხარისხის მართვის, კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების შემუშავება, დანერგვისა და პერიოდული განახლების კოორდინაცია;
** ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების განსაზღვრა, მონაცემების სისტემური მონიტორინგი, ანალიზი და მმართველი რგოლისთვის შედეგების წარდგენა;
** კლინიკური და არაკლინიკური რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვის პროცესის კოორდინაცია;
** ინციდენტების, არასასურველი მოვლენებისა და "near miss" შემთხვევების რეგისტრაციის, ანალიზისა და შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
** ჰოსპიტლის აკრედიტაციისა და ხარისხის საერთაშორისო/ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის კოორდინაცია;
** ჰოსპიტლის მენეჯმენტთან და კლინიკურ გუნდებთან თანამშრომლობით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
** პაციენტთა საჩივრებისა და უკუკავშირის შედეგების ანალიზში მონაწილეობა და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის კოორდინაცია;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, ფუნქციების ეფექტიანი განაწილება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და შედეგიანობის მხარდაჭერა;
** სამედიცინო საქმიანობასთან, ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი, შესაბამისი ცვლილებების დანერგვის კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში მარეგულირებელ, მაკონტროლებელ და აკრედიტაციის ორგანოებთან თანამშრომლობა და შესაბამისი შეფასებების/შემოწმებების პროცესის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში;
** მენეჯერულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში

აუცილებელი ცოდნა

** საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა.
** ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
** ხარისხის ინდიკატორების შემუშავების, მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზი;
** რისკების მართვის, ინციდენტების ანალიზისა და მაკორექტირებელი/პრევენციული ღონისძიებების (CAPA) დაგეგმვის პრინციპები;
** შიდა აუდიტისა და პროცესების შეფასების მეთოდოლოგია;
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე;
** MS Office პროგრამები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ლიდერობისა და ცვლილებების მართვის უნარი;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემის სისტემური ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენის უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
** თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
** სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
** "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bih@vian.health

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: ხარისხის დირექტორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე