|
დასახელება:
სოციალური პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
ორგანიზაცია - ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია", თბილისში, სოციალურ პედაგოგიური ცენტრში "კომპასი" - აცხადებს სოციალური პედაგოგის ვაკანსიას
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
** მოზარდებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** ტრენინგების/შეხვედრების ჩატარების გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელური;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კრეატიული, ხელმარჯვე, ენერგიული;
** სიახლეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
ფუნქციები:
** სოციალურ-პედაგოგიური სერვისის დაგეგმვა და მიწოდება ცენტრის ბენეფიციარებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
** ცენტრის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
** გუნდის წევრებთან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა;
** ანგარიშების წერა;
ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შევსებული ქართულ ენაზე (რეკომენდატორების მითითებით);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
საბუთების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: theakacharava@dcfg.ge. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებები მიიღება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით; კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას "თემა"-ში (subject) მიუთითოს: "კონკურსი - სოციალური პედაგოგი - სახელი და გვარი" (ქართული შრიფტით).
სოციალური პედაგოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
** კანდიდატების მიერ წარდგენილი რეზიუმეების გადარჩევა;
** კანდიდატის შეფასება მოხდება 2 ეტაპად. I - გასაუბრება; პრაქტიკული დავალების შესრულება; II - სტაჟირება - 3 კვირა;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|