|
დასახელება:
ბელბოი
|
| მომწოდებელი:
Gudauri Lodge
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური
ანგარიშვალდებულია: ფრონტ ოფისის მენეჯერთან
ანაზღაურება და ბენეფიტები:
ანაზღაურება: 900 ლარი
უზრუნველყოფილია: საცხოვრებელი და კვება.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა ჩამოსვლისას და ბარგის გადატანაში დახმარება
** სტუმრების ნომრებამდე გაცილება, ნომრის გახსნა და სასტუმროს წესების გაცნობა
** სტუმრების თავაზიანი მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** გამგზავრების დღეს სტუმრის ბარგის ბარგის ოთახში გადატანა
** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მოვლა.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 25 სექტემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|