Робота для біженців з України
აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 747634_Attachments_4565656.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" 2026 წლის 25 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

საკონკურსო ვაკანსია:

მიმართულება - კომპიუტერული ქსელები

** პროფესორი- 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები;
** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 2 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები;
** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები.

მიმართულება - პროგრამირება

** პროფესორი - 2 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია:
** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია;
** ასისტენტს პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია:
** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება;
** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება.

მიმართულება - მონაცემთა ანალიტიკა

** პროფესორი- 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება;
** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება;
** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება.

მიმართულება -IT პროექტების მენეჯმენტი

** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - IT პროექტების მენეჯმენტი.

მიმართულება - დისკრეტული მათემატიკა

** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია.
საგანთა ჯგუფი - დისკრეტული მათემატიკა.

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (აკადემიური/პროფესიული ნიშნით), შემდეგი კრიტერიუმებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას.

B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE) ; BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75;Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore.

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. ინგლისური ენის ტესტირება;
3. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრებამ შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება, რის შესახებაც ეცნობება კონკურსანტს.

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 28 - 30 სექტემბერი;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 6 ოქტომბერი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/ინგლისური ენის ტესტი: 2026 წლის 7 ოქტომბერი;
** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 9 ოქტომბერი;
** საჩვენებელი ლექცია (საჭიროების მიხედვით): 12 ოქტომბერი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 13 ოქტომბერი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 15 ოქტომბერი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 16 ოქტომბერი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 19 ოქტომბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

კონკურსანტის განცხადება
კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე