|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
მონოლით ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** რეალიზაციის რეესტრის/რეპორტების წარმოება;
** შემოსავლებისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** რეალიზაციის რეესტრისა და სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების პერმანენტული შედარება, განსხვავებების დადგენა და აღმოფხვრა;
** რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
** კლიენტების გადახდებთან, დავალიანებებთან, ხელშეკრულებებთან შემოსასვლელ საპროგნოზო თანხებთან დაკავშირებული ანგარიშების და ინფორმაციის მომზადება;
** კლიენტებთან პერიოდული ან/და საბოლოო შედარებების წარმოება;
** დებიტორული დავალიანების მართვაში მონაწილეობა (გადახდების დროულობის, ვადაგადაცილების მოცულობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია კოლეგებთან);
** შესრულებული ამოცანების შესახებ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრული რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელ პირებთან;
** აღრიცხვის დეპარტამენტის თანამშრომლების შვებულების პერიოდში დამატებითი ამოცანების შესრულება სამუშაო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით;
** ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა სააღრიცხვო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის).
პიროვნული უნარები:
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება;
** გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge.
|
|
|
|