|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Alcosphere
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
შპს "ალკოსფერო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილები: დიღომი, საბურთალო, ვერა
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტირება და დახმარება პროდუქციის შერჩევის პროცესში;
** სალარო აპარატთან მუშაობა და ანგარიშსწორების განხორციელება;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და ვიტრინების მოწესრიგება;
** სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ჩამოსასხმელი ლუდის მომზადება და მომხმარებლისთვის გაცემა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მარაგების კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გრაფიკი: კვირაში 6 დღე, მცოცავი გრაფიკი, ცვლები: 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00
ანაზღაურება: 1300 ლარამდე (ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე მეილზე: hr@alcosphere.ge
შპს "ალკოსფერო" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის.
|
|
|
|