Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი, ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი, ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: სთათიკ ლინკ
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"სთათიქ ლინკში" პროექტების მენეჯერისა და უმცროსი ელექტრო ინჟინრის ვაკანსიები გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტრობა და სუსტი დენები.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/

1) პროექტების მენეჯერი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 3, 000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რა ბენეფიტებს მიიღებთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი
** საწვავის ბარათი/ტალონი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** პროექტის დასრულება შეთანხმებულ დროში და ბიუჯეტში;
** პროექტის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი;
** შესასრულებელი საქმის ანალიზი და წერილობითი გეგმა გრაფიკის შედგენა.
** შეხვედრებზე დასწრება და ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთთან;
** პროექტის ბიუჯეტის და განრიგის შედგენა/მონიტორინგი და შესრულების ზედამხედველობა დროის, ხარისხის და ბიუჯეტის აღსრულებადობის კუთხით;
** ყოველთვიური ანგარიშგების (ფორმა 2-ის) მომზადება სამუშაოს პროგრესზე
** გაუწიოს მენეჯერული და ტექნიკური დახმარება პროექტში ჩართული ნებისმიერი პირის;
** დარგში არსებული ტექნიკური სიახლეების, ინოვაციების მუდმივი გაცნობა და საინტერესო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MEP სისტემის საფუძვლიანი ცოდნა
** CRM და პროექტის მენეჯმენტის პროგრამების ცოდნა, როგორიცაა (JIRA, TRELLO, CLICKUP, MONDAY.COM);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MICROSOFT OFFICE, AUTOCAD); რა პიროვნული თვისებებითა და უნარებით უნდა გამოირჩეოდეთ:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** პროექტის ჩამოყალიბება და მონიტორინგი;
** ინიციატორობა და გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.

2) ელექტრო ინჟინერი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 3, 000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რა ბენეფიტებს მიიღებთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი
** Fitpass
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
** ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
** ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
** ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
** მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
** მომხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
** პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
** ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
** ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
** ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@staticlink.ge

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

"STATIC LINK" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე