Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (გადარიცხვების მიმართულებით)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ესმა ონიანის N17.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1700-2000 (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** უცხოური და ადგილობრივი საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** გადარიცხვებისთვის საჭირო საფუძვლების / დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა;
** Signify-ის საშუალებით გასაფორმებელი დოკუმენტების ადმინისტრირება / ყოველთვიური გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტების (მიღება ჩაბარებები, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებები) გაფორმება;
** სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშსწორება ვადების დაცვით;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პროგრამულ სისტემაში ასახვა;
** პროგრამა Fina-ს ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი)

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე