უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს "გვირაბის" ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.
შპს "ყვარლის ღვინის გვირაბი" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტული კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება - 4000 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპლექსის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** საოპერაციო პროცესების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია
** კომპლექსის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
** ფინანსური ნაკადების მართვა, ყოველდღიური შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი
** ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, პროგნოზირება და მისი შესრულების მონიტორინგი
** მომსახურების მაღალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მათი დაცვის ზედამხედველობა
** მომხმარებელთა კმაყოფილების დონის მუდმივი შეფასება და უკუკავშირზე რეაგირება
** სტრუქტურულ ერთეულებსა და განყოფილებებს შორის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა
** გუნდის წევრებზე ამოცანების, პრიორიტეტებისა და პასუხისმგებლობების რაციონალური გადანაწილება
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება
** არსებულ B2B პარტნიორებთან, ტურისტულ კომპანიებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობების შენარჩუნება
** ახალი პარტნიორების მოძიება, პირველადი კომუნიკაცია და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება
** მარკეტინგული კამპანიებისა და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი ინიციატივების წამოყენება
** მომარაგების ჯაჭვის მეთვალყურეობა და შესყიდვების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** მატერიალური რესურსების, პროდუქციისა და ინვენტარის მარაგების პერიოდული კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, მატერიალური ბაზის განახლება და ჩამოწერა
** კომპლექსის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური აღჭურვილობისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მეთვალყურეობა
** შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: Vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|