|
დასახელება:
რეპეტიტორი/დამხმარე მე-5 კლასის მოსწავლისთვის
|
| მომწოდებელი:
კერძო პირი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
ვაკანსია: რეპეტიტორი/დამხმარე მე-5 კლასის მოსწავლისთვის
ვეძებთ ენერგიულ, პოზიტიურ და მონდომებულ ადამიანს (განიხილებიან როგორც სტუდენტები, ისე პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირები) სასკოლო დავალებების მომზადებასა და ბავშვის განვითარებაში დასახმარებლად.
ძირითადი მოვალეობები:
** სასკოლო დავალებების მომზადებაში დახმარება (მათემატიკა და სხვა ძირითადი საგნები), მასალის მარტივად, გასაგებად და სახალისოდ მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ეზოში გასეირნება და შემეცნებით-განმავითარებელი თამაშების ორგანიზება;
** ბავშვის მოტივაციისა და სწავლისადმი ინტერესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
** სკოლის ძირითადი საგნების, განსაკუთრებით მათემატიკის, კარგი ცოდნა;
** ბავშვებთან კომუნიკაციის, მოთმინებისა და მათი დაინტერესების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ენთუზიაზმი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან რეპეტიტორობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 3 დღე;
** ხანგრძლივობა: დღეში 3 საათი;
** დღეები და საათები შეთანხმებით;
** ადგილმდებარეობა: ნუცუბიძის მე-4 პლატო;
** ანაზღაურება: შეთანხმებით — საათობრივი ან ფიქსირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: maiatsurtsumia@gmail.com
|
|
|
|