Робота для біженців з України
წრაფი კვების ობიექტის ოპერატორი - მარტვილის კანიონის ტერიტორია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წრაფი კვების ობიექტის ოპერატორი
მომწოდებელი: კაფე
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე არსებულ კაფეში ვაცხადებთ ვაკანსიას სწრაფი კვების ობიექტის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიცია მოიცავს მომხმარებელთა მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და პროდუქციის მომზადებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია
სამუშაო ხანგრძლივობა: 2 თვე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიონალური და კეთილგანწყობილი მომსახურება და პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების მიღება, სწორად დამუშავება და დროული შესრულება;
** მენიუში წარმოდგენილი სწრაფი კვების პროდუქტებისა და სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტების შესაბამისად;
** პროდუქციის ხარისხის, ვიზუალური სტანდარტისა და მომზადების პროცესის კონტროლი;
** სამზარეულოს მცირე ტექნიკისა და პროფესიული აღჭურვილობის უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება;
** პროდუქციისა და სამუშაო მარაგების კონტროლი, მათი სათანადო პირობებში შენახვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და სამუშაო პროცესში საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

სამუშაო დატვირთვა

სამუშაო პროცესი ხასიათდება სტაბილური და ზომიერი დატვირთვით. ობიექტი საშუალოდ ემსახურება დღეში 20-30 შეკვეთას, რაც საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში, მუდმივი მაღალი ინტენსივობისა და უწყვეტი მომხმარებელთა ნაკადის გარეშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვების ობიექტში, სწრაფი კვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა;
** სწრაფი სწავლისა და ახალი უნარების ათვისების უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი სტანდარტი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების წესების დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი;
** ბონუსი გაყიდვებიდან: საშუალოდ 500 ლარი თვეში;
** საცხოვრებელი: უზრუნველყოფს კომპანია;
** კვება: უზრუნველყოფს კომპანია;
** სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია — გამორჩეული ბუნებრივი გარემო;
** დასაქმების ხანგრძლივობა: 2 თვე.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და ორგანიზებული ადამიანი და გსურს სეზონურად იმუშაო ტურისტულ, სასიამოვნო და გამორჩეულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ltsatava@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე