Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: სარეკლამო სააგენტო სთეფი
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
ვეძებთ სტრატეგიულად მოაზროვნე კონტენტ მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ბრენდების კონტენტ-სტრატეგიების შემუშავებას, ქოფირაითინგსა და შემოქმედებითი პროცესების მართვას.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო (ადგილზე, არ არის დისტანციური)
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა;
** მაღალხარისხიანი, კრეატიული ქოფების (ტექსტების) დაწერა გაწერილი დედლაინების დაცვით;
** ვიდეოგრაფებთან და დიზაინერებთან ერთად ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) ალგორითმების ანალიზი და კონტენტის ადაპტირება;
** კრეატიული სთორიტელინგი და ვიდეო/ფოტო სცენარების დამოუკიდებლად მომზადება;
** ბრენდის ტონალობის (Brand Voice) და სამიზნე აუდიტორიის ზუსტი გათავისება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქოფირაითინგისა და კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია სააგენტოში);
** გამართული წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები (ქართულ ენაზე);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
** ციფრულ მარკეტინგში განვითარებისა და სწავლის სურვილი;
** დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და ნაწერი ტექსტების/პორტფოლიოს ნიმუშები ელ-მისამართზე: info@stepads.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ: "კონტენტ მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე