Робота для біженців з України
ავტომექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომექანიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ავტომექანიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ავტოტრანსპორტის ტექნიკური წუნის გამოვლენა;
** სატრანსპორტო საშუალების კომპლექსური შეკეთების განხორციელება;
** მარშრუტებზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ავტოპარკის ტერიტორიაზე პარკინგის მოწესრიგება;
** ხელმძღვანელობის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართვაზე.

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო ტექნიკური;
** პრაქტიკული გამოცდილება ა/მანქანის ტექნიკურ შეკეთება-მომსახურებაში;
** მართვის მოწმობა - C კატეგორია;
** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური.

რას გთავაზობთ?

** საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 20 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე