ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე: ქვემო ქართლის (რუსთავი, მარნეული), შიდა ქართლის (ხაშური, გორი, ქარელი) და კახეთის რეგიონებში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს;
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hrdasakmeba@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - და რეგიონი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|