Робота для біженців з України
ვიდეოგრაფი/კამერამენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი/კამერამენი
მომწოდებელი: Gigi On The Road
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
Gigi On The Road ეძებს ვიდეოგრაფს/კამერამენს, რომელიც შეუერთდება გუნდს Full-Time პოზიციაზე.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კამერასთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, იცის კარგი კადრის შექმნა, შეუძლია დინამიკურ გარემოში მუშაობა და დაინტერესებულია YouTube-ისა და სოციალური მედიის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნით.

თუ გინდა, იმუშაო მრავალფეროვან გადაღებებზე, გადაიღო YouTube ვიდეოები, Reels და TikTok-ები და იყო კრეატიული გუნდის ნაწილი - ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაოს ტიპი: On-site | Full-time / სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

** კამერასთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** ვიდეოგადაღების ტექნიკის კარგი ცოდნა და კამერის
** დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
** სხვადასხვა ტიპის გადაღების პირობებში მუშაობის უნარი;
** დრონის მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ვიდეომონტაჟის ცოდნა/გამოცდილება
** კრეატიული ხედვა და კარგი კადრის შექმნის უნარი;
** ვიზუალური storytelling-ის კარგი შეგრძნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიურ გარემოში მუშაობისა და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** YouTube ვიდეოების გადაღება — როგორც მთავარი, ან დამატებითი ვიდეოგრაფი;
** Instagram Reels-ისა და TikTok-ების გადაღება;
** სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტის გადაღების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** გადაღების პროცესში კადრის, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის უზრუნველყოფა;
** დრონით გადაღება;
** გადაღებული მასალის ორგანიზება, დახარისხება და დაარქივება;
** მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში მარტივი მონტაჟის დამოუკიდებლად შესრულება;
** გადაღებებზე Gigi On The Road-ის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ახალი და კრეატიული ვიდეოფორმატების იდეების შემუშავებაში მონაწილეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** Full-Time დასაქმებას და სტაბილურ შემოსავალს;
** პროფესიული განვითარებისა და რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** საჭირო სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფას - კამერა, დრონი და სხვა საჭირო აღჭურვილობა;
** მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** Gigi On The Road-ის YouTube და სოციალური მედიის პროექტებში აქტიურ ჩართულობას;
** კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
** გამოცდილების მიღებას ვიდეოპროდაქშენისა და ციფრული კონტენტის მიმართულებით.

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო / ნამუშევრების ნიმუშები.

განაცხადის გასაკეთებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა:
https://forms.gle/3gKMk67pNMitiPa8A

პორტფოლიოს არსებობა აუცილებელია.

თუ გაქვს YouTube ვიდეოები, Reels, TikTok-ები, კომერციული გადაღებები ან სხვა ვიდეონამუშევრები, გთხოვთ, ფორმაში აუცილებლად მიუთითოთ მათი ბმულები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე