Робота для біженців з України
ინჟინერ-ენერგეტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯია პერლიტ ინოვაციები
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
პერლიტის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** გეგმური და არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება;
** ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** ტექნიკური გაუმართაობების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების დაცვა;
** სხვა პროფესიული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
** საწარმოში ინჟინერ-ენერგეტიკოსად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელი;
** სამთომომპოვებელ მრეწველობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: mksovreli@georgiaperliteinnovations.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ინჟინერ-ენერგეტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე