ვეძებთ მიმტანს რესტორან "მინას" (Mina Restaurant) გუნდში გასაერთიანებლად.
ჩვენ ვართ თანამედროვე იტალიურ-ლევანტური რესტორანი ღვინის შესანიშნავი არჩევანითა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცით; მდებარეობს თამარ ჭოველიძის ქუჩაზე (№14/16), მეტროსადგურ "რუსთაველიდან" 7 წუთის სავალზე.
Instagram: www.instagram.com/mina_tbilisi/?hl=ru @mina_tbilisi
გრაფიკი: 2/2 ან 5/2.
პირობები: 9-12-საათიანი ცვლები, დაზღვევა და ორჯერადი კვება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება,
** პუნქტუალურობა,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
** უცხო ენების ცოდნა;
** უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: ბინადრობის მოქმედი ნებართვა (დროებითი ან მუდმივი).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დამიკავშირდეთ ელფოსტაზე: levanbenidze2913@gmail.com
|