აუდიტორული კომპანია TMC აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
სტაჟირების პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნონ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას.
სტაჟირების ფარგლებში შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან მიმდინარე სამუშაო პროცესებში და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით შეიძენენ შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Word, Excel;
** ინგლისურ ან/და რუსული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
აუდიტორული კომპანია TMC დაინტერესებულია მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატებით, რომლებსაც სურთ პროფესიული კარიერის დაწყება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
უფასო სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე. წარმატებულ კანდიდატებს შანსი ეძლევათ გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@tmcgeorgia.com. ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: "სტაჟირება - ბუღალტერია".
|