კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
კომპანია "მისტერ მასტერის" ხელოსანთა (ოსტატთა) გუნდის უშუალო ხელმძღვანელობა და ყოველდღიური მართვა - შეკვეთების შესრულების კონტროლი, ხელოსნების მუშაობის მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა, გუნდის დისციპლინისა და შედეგიანობის ზრდაზე უშუალო პასუხისმგებლობა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 net ლარი
** კვარტლური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
** სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ტექნიკური მიმართულება ან მენეჯმენტი);
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** გამოცდილება პრიორიტეტულია სერვისების, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო მომსახურების ან მსგავს სფეროში, სადაც კანდიდატს უშუალოდ ჰქონდა ხელოსნების/ტექნიკოსების ყოველდღიური მართვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გუნდის მართვის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოსტატთა გუნდის ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა, განაწილება და კონტროლი;
** ოსტატთა ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინური ქცევის მონიტორინგი;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში უშუალო ჩართულობა, ხელოსნების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
** გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
** სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
** გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;
ზოგადი კომპეტენციები:
** ხელოსანთა/ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ტექნიკური მენეჯერი".
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
|