Робота для біженців з України
გარემოს დაცვის მმართველი/ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოს დაცვის მმართველი/ზედამხედველი
მომწოდებელი: აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს კლინიკის გარემოს დაცვის მმართველის/ზედამხედველის ვაკანსიას

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის სამედიცინო ნარჩენების მართვის მონიტორინგი, გეგმის მომზადება/განახლება და ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა შესაბამის უწყებასთან;
** თანამშრომლების ტრენინგი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების და ნარჩენების სწორი სეგრეგაციის წესებზე;
** ნარჩენების მართვის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 3 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ საფოსტო მისამართზე: vakansia@vbc.ge

შენიშვნა:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია - რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება

შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.
თუ გსურთ, რომ შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ თქვენს დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. აგრეთვე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე