კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ანაზღაურება: 1000-1800 (გამოცდილების მიხედვით).
ფუნქცია-მოვალეობები:
** ელექტრობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** ელექტრობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
** ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
** შესრულებული პროექტის რევიზია;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საინჟინრო პროგრამა AUTOCAD-ის ცოდნა;
** ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა;
** განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლიანობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული განვითარება;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მზარდი ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|