Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტელეკომ 1
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ტელეკომ 1 წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს.

ტელეკომ 1 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები:

** აბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში;
** ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია;
** ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა.

ანაზღაურება:

ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-19:00;
შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
კვირა: დასვენების დღე.

ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობები:

** შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
** ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი;
** კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა;
** სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
** ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@telecom1.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე