შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: ყოველდღე 09:00-17:00, შაბათ-კვირა დასვენება
მოვალეობები:
** დოკუმენტბრუნვის ნაწილში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა - ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში;
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა;
** კომპანიის სახელით შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
სამუშაო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: human.resource.m.a.m@gmail.com, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|