Робота для біженців з України
ტრენინგი - AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა (COMPLIANCE)

უფასო ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისთვის, 4 სექტემბერი

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ AI-ის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებები იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და სამართლიანი.

შემოგვიერთდით სპეციალურ ონლაინ ტრენინგზე "AI Decision-Making & Compliance", რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და შესაბამისობის (compliance) ურთიერთკავშირით.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და რეგულაციურ გამოწვევებს, პასუხისმგებლიანი AI-ის გამოყენების პრინციპებს და იმას, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები იურიდიულ და ბიზნეს პრაქტიკას.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობის პრიორიტეტი მიენიჭებათ:

** საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტუდენტებს
** UG-ის პროგრამებზე აპლიკანტებს

დარჩენილი ადგილები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც.

ტრენერი ნატა სტურუა

ნატა სტურუა არის სამართლის პროფესორი, Austrian Blockchain Center-ის მკვლევარი, Interdisciplinary Transformation University Austria-ს (IT:U) ომბუსდმენი და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ასევე არის მოწვეული პროფესორი Central European University-ში (CEU) და University of Applied Sciences Zwickau-ში (WHZ).

მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობა აერთიანებს სამართალს, ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და კონფლიქტების მართვას,

თარიღი: 4 სექტემბერი
ფორმატი: ონლაინ ტრენინგი
ხანგრძლივობა: 4 საათი
ტრენინგის ენა: ინგლისური
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი
ადგილები შეზღუდულია

რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeu8hywj9EgYQbSx_ziZXjmfbQp63Y1A6R4Q1b53ud9zuQ4Qg/viewform?usp=publish-editor

გაიგე AI. გაერკვიე შესაბამისობის მოთხოვნებში. მოემზადე გადაწყვეტილებების მიღების მომავლისთვის.

მნიშვნელოვანია: ტრენინგი ინტერაქციული ფორმატით ჩატარდება. მონაწილეებს მოეთხოვებათ კამერის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება ტრენინგის სრული 4 საათის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე