თუ ხარ ორგანიზებული, გაქვს სწრაფი რეაგირების უნარები, კარგად იცი ქართული და ინგლისური ენები - სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ 11" ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებს!
იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია.
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** სამუშაო განაკვეთი:სრული; ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით
** პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამისი სამედიცინო ბრიგადების კოორდინაცია
** კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა
** მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის
აუცილებელია, რომ:
** იცოდე ინგლისური ენა კარგად
** იცოდე საოფისე პროგრამები საშუალო დონეზე
გაგვიხარდება თუ:
** თუ იცი რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე
** გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლ-ცენტრში მუშაობის
** გაქვს უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულებით ან ხარ სტუდენტი სამედიცინო მიმართულებით
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/UdjsC
|