ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება Indigo Cars-ის ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პროცესში, შეისწავლის სამიზნე ქვეყნებს, მოიძიებს ადგილობრივ პარტნიორებს და ორგანიზებას გაუწევს კომპანიის წარმომადგენლობებისა და ფილიალების შექმნას.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
** პოზიცია ითვალისწინებს საერთაშორისო მივლინებებს;
** ანაზღაურება: 7500 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ახალი ქვეყნების და პერსპექტიული ბაზრების მოძიება და შეფასება;
** სამიზნე ბაზრების, კონკურენტული გარემოსა და ბიზნესშესაძლებლობების ანალიზი;
** ახალ ქვეყნებში Indigo Cars-ის ბაზარზე შესვლის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** უცხოეთში კომპანიის ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის პროცესის ორგანიზება;
** ადგილობრივი ბიზნესპარტნიორების, დილერების, აგენტებისა და წარმომადგენლების მოძიება;
** პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
** საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შექმნა და განვითარება;
** ადგილობრივ იურიდიულ, ფინანსურ და სხვა პროფესიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია წარმომადგენლობის/ფილიალის გახსნის პროცესში;
** ახალ ბაზრებზე გაყიდვების არხებისა და B2B პარტნიორული ქსელის განვითარების ხელშეწყობა;
** საერთაშორისო გამოფენებში, ბიზნესშეხვედრებსა და მოლაპარაკებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** ახალი ბაზრების განვითარების პროგრესის, შედეგებისა და შესაძლებლობების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების და განვითარების გეგმების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების, ახალ უცხოურ ბაზრებზე კომპანიების გაყვანის, საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ან უცხოეთში ფილიალებისა და წარმომადგენლობების განვითარების მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოინდუსტრიაში, ავტოიმპორტში, საერთაშორისო ლოჯისტიკაში ან მსგავს სფეროში;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების რეალური გამოცდილება;
** ახალი ბაზრების კვლევისა და ბიზნესშესაძლებლობების შეფასების უნარი;
** პარტნიორული და სადილერო ქსელების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების სრულად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა.
მნიშვნელოვანი მოთხოვნა
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს რეალური და დადასტურებადი გამოცდილება საერთაშორისო ბაზრების განვითარების მიმართულებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატი, რომელსაც პრაქტიკაში უკვე უმუშავია კომპანიის ახალ ქვეყანაში შესვლაზე, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაზე ან უცხოეთში წარმომადგენლობის/ფილიალის შექმნაზე.
პიროვნული მახასიათებლები:
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარით;
** ბიზნესზე და ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების მქონე;
** პარტნიორებთან ურთიერთობისა და საქმიანი კავშირების განვითარების უნარით;
** ორგანიზებული, მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი;
** გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარით.
რას გთავაზობთ:
** მნიშვნელოვანი როლი Indigo Cars-ის საერთაშორისო გაფართოების პროცესში;
** შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოთ ახალი ქვეყნების ათვისებასა და კომპანიის საერთაშორისო ქსელის შექმნაში;
** პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
** გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** დინამიკური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;
თუ გაქვთ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება და მონაწილეობა მიგიღიათ კომპანიის უცხოურ ბაზრებზე გასვლის, პარტნიორული ქსელის შექმნის ან წარმომადგენლობების განვითარების პროცესში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
|