Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მონეტა ექსპრეს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს მისო "მონეტა ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოთხოვნები

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიული დამოკიდებულება;

ძირითადი მოვალეობები

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი გზავნილებისა და ვალუტის კონვერტაციების განხორციელება;
** კომუნალური გადასახადების მიღება/შესრულება;
** მომხმარებლების მომსახურება და კონსულტაცია.

საჭირო უნარები

** თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანობა და სიზუსტე.

ჩვენ გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ოქროს შეფასების მიმართულებით ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: info@monetaexpress.ge

გთხოვთ, ელფოსტის Subject/სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "მოლარე-ოპერატორი".

"მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე