საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სავაჭრო აგენტი.
აღწერა:
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა;
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ადგილობრივი თელავიდან ან თელავის მიმდებარე ტერიტორიიდან;
** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა (იპოთეკა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე: Davit.Baliashvili@gplus.ge, Shalva.Andriadze@gplus.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) სავაჭრო აგენტი.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|