Робота для біженців з України
სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: SekkeiPark
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს მიღებას შესყიდვების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ:

** ანაზღაურება: 700 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
** საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცესში მენეჯერის ასისტირება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** მომწოდებლებისგან მიღებული შეთავაზებებისა და ფასების Excel-ში შეყვანა, შედარება და პირველადი ანალიზი;
** შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების ვადების კონტროლი;
** არსებული მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება, ფაილების მოწესრიგება და განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული განვითარება;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე