Робота для біженців з України
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის ვაკანსიას. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერა:

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი

** ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას;
** ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის საქმიანობას;
** სკოლის თანამშრომლებს ამარაგებს საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით;
** კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის დასაწყებად;
** ახორციელებს სკოლის შენობის, საკლასო ოთახების, სასწავლო კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
** ხელმძღვანელობს სკოლის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
** უზრუნველყოფს სკოლის ქონების საინვენტარო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს სკოლის ქონების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;
** უზრუნველყოფს მატერიალური რესურსის საჭიროებების დადგენას;
** კოორდინირებას უწევს სკოლის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას და დასაწყობებას.

პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე: info@sist.ge.

დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე