"sbmstore" სპორტული პროდუქციის მულტიბრენდული მაღაზიების ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სპორტულ ბრენდებს: JOMA, Kappa, SELECT, adidas, uhlsport, MUNICH SPORT და FESSURA.
დღეს "sbmstore" აერთიანებს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ორიენტირებულია საქართველოში ხარისხიანი სპორტული პროდუქციისა და მომსახურების განვითარებაზე.
ქუთაისის ახალ მაღაზიაში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც არის ენერგიული, კომუნიკაბელური და დაინტერესებულია სპორტითა და გაყიდვებით.
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე, 40 საათი
** სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი, საშუალოდ 1200-1500 ლარი
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარი;
** ენერგიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის ცოდნა;
** პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება;
** გაყიდვების პროგრამაში ასახვა;
** ახალი კოლექციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა.
ვაკანსიის გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ფილიალი - 015@sbm.ge
|