სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამშენებლო ობიექტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება საჭიროების შესაბამისად;
** დოკუმენტების დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;
** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;
** სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება;
** ობიექტზე ყოველდღიური ანგარიშების წარმოება და დამკვეთთან გაგზავნა;
** დამკვეთთან წერილობითი ურთიერთობა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად;
** ობიექტის თანამშრომლების გაფორმება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ელექტრონულად დაარქივება;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში/განიხილება სტუდენტიც;
** კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულების ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2026.
|