Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მართავს სასტუმრო-სარესტორნო ობიექტებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გაქვთ სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით მზარდი და წარმატებული კომპანიის ნაწილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციისა და მასალების მიღება, გადმოტვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** მიღებული საქონლის ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება და რაოდენობრივი შესაბამისობის დადგენა თანმხლებ დოკუმენტებთან (ზედნადებები, ინვოისები);
** პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხება და საწყობის დადგენილ ზონებში/თაროებზე განთავსება.
** შიდა მოთხოვნების ან კლიენტების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აკრეფა, შეფუთვა და მარკირება;
** პროდუქციის გაცემამდე ხარისხის, ვადებისა და რაოდენობის კონტროლი;ტრანსპორტირებისთვის გამზადებული ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა.
** სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი
** პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციებში აქტიური მონაწილეობა;
** დაზიანების, დეფექტის ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სასაწყობე ტექნიკისა და ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროგრამების ცოდნა: Fina, RS;
** MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე