Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი - კარდანახი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ამპელო
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ფუნქციები და მოვალეობები:

** ეფექტური მართვა და ოპერირება;
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
** სამუშაო პერსონალის მართვა,
** სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა;
** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა;
** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** (სასტუმროს/რესტორანის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში უშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office, fina

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა
** რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე