გაყიდვების მენეჯერი — ინტერიერის მასალების შოურუმი
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა, ახალი კლიენტების მოზიდვა, არსებული კლიენტების განვითარება და გაყიდვების მოცულობის ზრდა. პოზიცია მოიცავს როგორც შოურუმში შემოსულ მომხმარებლებთან მუშაობას, ისე B2B მიმართულების განვითარებას — დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან და სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობას.
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმში მოსული მომხმარებლების პროფესიული კონსულტაცია და საჭიროებების განსაზღვრა
** ინტერიერის მასალების, პროდუქციისა და კოლექციების ეფექტურად წარდგენა
** კლიენტისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და შეთავაზების მომზადება
** გაყიდვის პროცესის სრულად მართვა — პირველი კომუნიკაციიდან შეკვეთის გაფორმებამდე
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** არსებული კლიენტების ბაზის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების გაზრდა
** დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა
** B2B გაყიდვების მიმართულების განვითარება
** კომერციული შეთავაზებების, ფასებისა და პირობების მომზადება
** მოლაპარაკებების წარმოება კლიენტებთან
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი
** ახალი პროდუქტებისა და ტრენდების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებაში მონაწილეობა
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინტერიერის, სამშენებლო ან დიზაინის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური/რუსული ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი
** შედეგზე და გაყიდვების გეგმაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფად ათვისებისა და პროფესიულად წარდგენის უნარი
ანაზღაურება: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელფოსტაზე: decorstudio2026@gmail.com
|