ისთ ფოინთი აცხადებს კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორის ვაკანსიას გასართობ ცენტრ ფოკუს მოკუსისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** ვიზიტორებისთვის კლდეზე ცოცვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟის ჩატარება
** ვიზიტორებისთვის საჭირო აღჭურვილობის მორგება (დაცვის ქამარი, დამცავი ჩაფხუტი, საცოცი ფეხსაცმელი (კედები) და ა.შ.)
** კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწესრიგება
** კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე პრობლემური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ვიზიტორების ატრაქციონზე დასწრების დროის კონტროლი
მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:
** სასურველია კლდეზე ცოცვის გამოცდილება
** სასურველია ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება
** ენერგიულობა
** სპორტული აღნაგობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
გრაფიკი მოძრავი: 15 მორიგეობა თვეში
ანაზღაურება: 900 ლარი
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2026.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
|