Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ლილო)

სამუშაო აღწერილობა:

** შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისთვის საკურიერო მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა. საკურიერო მომსახურების გაფორმება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;
** გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (სტატუსი, მდებარეობა, მიწოდების ვადები) და მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება;

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე