კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ სფერო: სოფლის მეურნეობა
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (Mziuri Business Center)
ანაზღაურება შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების, ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა.
** ფინანსური მონაცემების შედგენა, ანალიზი და ანგარიშგება.
** პერიოდული ანგარიშების შექმნა, როგორიცაა ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება და ა.შ.
** მონაცემთა წარდგენა ხელმძღვანელისათვის.
** ზუსტი ფინანსური ჩანაწერების შენარჩუნება.
** ფინანსებთან და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების, საბუთების დროული გაფორმების და ფინანსური ოპერაციების დადგენილი ფორმით განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომელთა ხელფასისა და მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა თანხების ანაზღაურების უზრუნველყოფა;
** დებიტორული დავალიანებების ფაილების შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების განახლება.
** ფინანსური დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა ინვოისები, საგადასახადო დეკლარაციები და ა.შ.
** ხელმძღვანელი პირების წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი ცალკეული დავალებების შესრულება.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების ჯეროვანი შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ენები: ინგლისური, რუსული.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Hr@bsp.com.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
|