Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ბლანკო
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
მწარმოებელი კომპანია შპს "ბლანკო" ახორციელებს ქართული წარმოების ჰიგიენური პროდუქციის (საპირფარეშოს ქაღალდი, ხელსახოცი, სამზარეულოს რულონი) დისტრიბუციას საქართველოში. ჩვენი ბრენდებია-სოფია, თამო და ასევე სასაქონლო ნიშნები აი ჩემი არჩევანი, N1, კალა, კომფორტი, ზღაპარი, სპარი, ბამბუ, დიასახლისი, ჯიჯი ჰაუსი და ა.შ.

შპს "ბლანკო" აცხადებს ვაკანსიას კახეთში მიტანის სამსახურის - მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციით მანქანის დატვირთვის მეთვალყურეობა;
** პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილას სავაჭრო ობიექტის პასუხისმგებელი პირებისთვის დროულად და შეუფერხებლად;
** მანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა, სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პოკეტზე მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) - 2 დღე დასვენება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: sales@blco.ge ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 511 707996

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე