Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
მომწოდებელი: Green Space
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "GREEN SPACE" იწყებს ბაზარზე პოზიციონირებას, ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (ბროკერის) პოზიციაზე. ასევე ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ დიდი წარმატების ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება
** სამუშაო ბაზის მართვა
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენი გუნდის უპირატესობები:

** გუნდის საუკეთესო თანამშრომლებს, კომპანიის ხარჯით, ასვენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში
** ყოველკვირეული წამახალისებელი შეჯიბრებები
** გასართობი ღონისძიებები
** კორპორატიული ნომერი
** ულიმიტო სასაუბრო დრო
** ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ
** ულიმიტო სამგზავრო ბარათი
** მეგობრული გარემო
** ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
** კარიერული წინსვლა

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას
** ტრენინგებს

ანაზღაურება: 1000-დან 5000 ლარამდე, დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე.

ჩვენი ოფისი მდებარეობს:

თბილისი: ბიძინა კვერნაძის 13

თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greenspace.brokers@gmail.com

აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა სწავლობდეს).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე