საპროექტო კომპანია "IMEP Project"— საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების მიმართულებით მოქმედი კომპანია, რომელიც ახორციელებს თანამედროვე საინჟინრო პროექტების დაგეგმვასა და პროექტირებას, აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების შექმნა — პროექტის კონცეფციის, ესკიზებისა და ნახაზების მომზადება და დამუშავება;
** მუნიციპალიტეტსა და სხვა შესაბამის ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი;
** საინჟინრო მიმართულებების სპეციალისტებთან თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებების კოორდინაცია;
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შესრულებული სამუშაოების ნიმუშებით ელ ფოსტაზე: HR@imposti.ge
|