მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე ექთნის თანამდებობაზე სასტერილიზაციო განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქციები:
** სტერილიზაცია, შენახვა და კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 17.09.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|