Робота для біженців з України
აუთსორს იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუთსორს იურისტი
მომწოდებელი: ტენე
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
კომპანია "Tene" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ აუთსორს იურისტს, რომელიც იმუშავებს დისტრიბუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებსა და დავალიანებების ამოღებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემური ქეისების სამართლებრივი მართვა;
** ვადაგადაცილებული და პრობლემური დავალიანებების ამოღებაზე მუშაობა;
** მოვალეებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** დავალიანების დაფარვის პირობების შეთანხმება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციისა და მოთხოვნების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში საქმის წარმოება;
** ქეისების სტატუსისა და შედეგების შესახებ კომპანიისთვის პერიოდული ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება დავალიანებების ამოღების, კომერციული დავებისა და კომპანიებთან სამართლებრივი ურთიერთობის მიმართულებით;
** ძლიერი მოლაპარაკების უნარი;
** არგუმენტირებულად კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული — 1, 000 ლარი თვეში + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე info@tene.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე